ევროკავშირის ტროიკა

ევროკავშირის ტროიკა
თავდაპირველად ევროკავშირის ტროიკა სამი სახელმწიფოსაგან შედგებოდა: კავშირის თავმჯდომარე წევრი სახელმწიფო, წევრი სახელმწიფო, რომელიც თავმჯდომარეობდა კავშირს წინა 6 თვის განმავლობაში და რომელიც მომავალი 6 თვის განმავლობაში იქნებოდა კავშირის თავმჯდომარე. ტროიკის შემადგენლობა ამსტერდამის ხელშეკრულებამ შეცვალა. დღეს თავმჯდომარე წევრ სახელმწიფოსთან ერთად ტროიკის წევრია მინისტრების საბჭოს გენერალური მდივანი, როგორც უმაღლესი წარმომადგენელი ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში და ის წევრი სახელმწიფო, რომელიც მომავალი ექვსი თვის განმავლობაში იქნება კავშირის თავმჯდომარე. ტროიკას დახმარებას უწევს კომისია. ტროიკა ევროკავშირის ე.წ. მეორე საყრდენის ანუ ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ნაწილია და ევროკავშირს საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს.
Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები: ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე - თბ., 2003

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужно сделать НИР?

Смотреть что такое "ევროკავშირის ტროიკა" в других словарях:

  • ტროიკა — ინსტიტუტი, რომელიც შემოღებულ იქნა 1980 იან წლებში იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო საგარეო პოლიტიკის საკითხებში პოლიტიკის მდგრადობა, განსაკუთრებით ყოველ ექვს თვეში ცვლადი პრეზიდენტობის გათვალისწინებით. თავდაპირველად ტროიკაში შედიოდა… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»